სტივ ჯობსი

„განსხვავება მეოცნებესა და შემსრულებელს შორის“ სტივ ჯობსი

სტივ ჯობსი 12 წლის იყო , როცა სიხშირის გამომთვლელის შექმნა გადაწყვიტა, მაგრამ პროექტის შესაქმნელად საჭირო ნაწილები არ ჰქონდა. ნაცვლად იმისა რომ დანებებულიყო, მან ტელეფონების წიგნში ბილ ჰიულეტის ნომერი მოძებნა და დაურეკა. სტივის გასაკვირად „ჰიულეტ პაკარდის“ დამფუძნებელმა ბილმა ტელეფონს თავად უპასუხა. მას შემდეგ რაც სტივმა აუხსნა ვინ იყო და რასაც აპირებდა, ბილი მისთვის პროექტისთვის საჭირო ნაწილების მიცემასაც დათანხმდა და თან მის კომპანიაში საზაფხულო სამსახურიც შესთავაზა.

სტივმა ეს ამბავი 1994 წელს „სილიციუმის ველის ისტორიულ ასოციაციაზე“ მოყვა და ისაუბრა იმის მნიშვნელობაზე თუ როგორ მოითხოვო ის რაც გინდა.

„ხალხის უმეტესობა ტელეფონს არ პასუხობს, უმეტესობა კი არასდროს რეკავს და ითხოვს სასურველს. ეს არის ის რაც ზოგჯერ განასხვავებს ერთმანეთისგან ხალხს რომელსაც საქმის კეთება შეუძლია, მათგან რომლებიც მხოლოდ ოცნებობენ.უნდა იმოქმედო. მზად უნდა იყო მარცხისთვის. თუ შეგეშინდება წააგებ და შორს ვერ წახვალ.“

თუ არ მოითხოვ ვერ მიიღებ

 ჩემი კარიერის მანძილზე მიმუშავია ბევრ წარმატებულ ბიზნესმენებთან, მწვრთნელებთან და შემოქმედებით ადამიანებთან. ეს ხალხი მთელს მსოფლიოშია მოდებული და ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა ჯობსის მსგავსად მათ ყველას ერთი საერთო თვისება აქვთ, იციან რომ არავინ მოვა მათ დასახმარებლად და მხოლოდ და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული იბრძოლონ იმისთვის რაც უნდათ.

როცა ხალხის უმრავლესობა ფიქრობს რისკზე წავიდეს თუ არა, მათ თავში ყველა ის ნეგატიური შედეგი ტრიალებს რაც ამ რისკს შეიძლება მოყვეს. ისინი თავს იჭედავენ კითხვებით: „უარი რომ მითხრან?“ , „რომ დამცინონ?“, „მზად რომ არ ვიყო?“

ადამიანები რომლებიც წარმატებას აღწევენ, ახერხებენ ამ ფიქრების როგორღაც გაჩუმებას და ფოკუსირებას ახდენენ პოზიტიურ შედეგებზე. მას ვინც იღებს იმას რაც უნდა აქვს იმის ძალა რომ მოითხოვოს ის რაც უნდა.

კითხე შენს თავს შენს გარშემო წინ ვინ მიიწევს

სტივ ჯობსმა და ილონ მასკმა ორივემ კარიერა დაიწყეს იმით რომ ითხოვეს ის რაც უნდოდათ. ჯობსს რამოდენიმე ნაწილი უნდოდა თავის პროექტისთვის და „ჰიულეტ პაკარდში“ საზაფხულო სამსახურსაც გამოკრა ხელი. მასკმა დაურეკა ხალხს რომლებთან შეხვედრაც უნდოდა და მას შემდეგ რაც პიტერ ნიკოლსონთან, ნოვას ბანკის აღმასრულებელთან შეხვედრა მოახერხა ინტერნობა შესთავაზეს. მარტივია შეხედო ჯობსს და მასკს და საკუთარ თავს უთხრა „მათთვის იოლია, ისინი ხომ გენიოსები არიან“.

გასამხნევებლად, ეჭვების გასაფანტად და იმისთვის რომ ხელში ყურმილი აიღო და დარეკო და რამოდენიმე ჩვეულებრივი ადამიანის ისტორიას გაგაცნობთ, რომლებმაც გადაწყვიტეს რომ მათი ოცნებები ბევრად მნიშვნელოვანი იყო პოტენციური მოსალოდნელი მარცხის შიშზე.

თუ ყოფილმა ნარკოდამოკიდებულმა შეძლო, შენც შეგიძლია

ჩემი მეგობარი ბრაიან პენი 15 წლის მანძილზე იყო ჰეროინზე დამოკიდებული, თუმცა რამოდენიმე წლიანი სიფხიზლის შემდეგ გადაწყვიტა რომ თავისი ქვეყნის, ირლანდიის ლიდერებისთვის ეთხოვა დახმარებოდნენ გაევრცელებინა მისი მესიჯი, რომ შეცვლა შესაძლებელია. ბრაიანმა მიწერა ყველას ბილიონერებით და საერთაშორისო კომპანიის ლიდერებიდან, სპორტსმენებსა და პოლიტიკოსებამდე. გასაკვირი არაა რომ გარკვეული ნაწილისგან უარი მიიღო. თუმცა მათთმა 81 პროცენტმა ორვეგ თანხმობა განუცხადა. ბრაიანმა მასობრივი სოციალური კამპანია წამოიწყო და გამოაქვეყნა თავის პირველი წიგნი „დამატებითი დრო“. დღესდღეობით მას საკუთარი სატელევიზიო შოუ აქვს სადაც თავის შესახებ ყვება, თუ როგორ მოახერხა თავის ცხოვრების შემოტრიალება.

თუ 87 წლის ქალმა შეძლო, შენც შეგიძლია

ნორვეგიელი ქალბატონი ესპანეთის ქუჩებში სეირნობისას ჰოლანდიელ მამაკაცს შეხვდა. ეს იყო ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული შეხვედრა უცნობთან. მათ სახელებიც კი არ გაუცვლიათ. თვეების შემდეგ ამ ქალბატონს რომელიც 87 წლის იყო, არ ასვენებდა იმაზე ფიქრი რომ ეს მამაკაცი უფრო ახლოს გაეცნო. ნაცვლად იმისა რომ მასზე ეოცნება, მან ყურმილი აიღო, ესპანეთის საელჩოში დარეკა და ყველა იმ ჰოლანდიელი მამაკაცის სახელი იკითხა რომელიც იმ მომენტში იქ იმყოფებოდა. დღეს ეს ორი ადამიანი ერთად არის.

მსოფლიო სავსეა დაუჯერებლად კეთილი ადამიანებით

როდესაც ჯობსი თავის გამოცდილებაზე საუბრობდა ისეთი რამ თქვა რამაც ძალიან დამაფიქრა. „მე ყოველთვის ვაღწევდი მიზანს, რასაც ხალხის უმრავლესობა საკუთარ თავზე ვერ გამოცდის, რადგან ისინი არასდროს არაფერს თხოულობენ. მე არასდროს შემხვედრია ადამიანი რომელსაც ჩემთვის დახმარებაზე უარი ეთქვას, როცა ამას ვითხოვდი.“

ყოველთვის ყველა არ იქნება მზად შენს დასახმარებლად, თუმცა საკუთარი და მეგობრების გამოცდილებით ჯობსი მართალია, მსოფლიო სავსეა ადამიანებით რომლებსაც სურვილი აქვთ დაგეხმარონ, უბრალოდ არ იციან რომ ეს გჭირდებათ. შესაძლებლობები სხვადასხვა ზომით და ფორმით მოდის, მაგრამ მათ ერთი საერთო აქვთ, ისინი ყოველთვის სხვა ადამიანებისგან მოდიან.

თუ გინდა მსოფლიოში ცვლილება მოახდინო მოიპარე ფრაზა ჯობსისგან: „ აიღე ყურმილი“.