დისტანციური მუშაობა-Techrecruiter.ge

დისტანციური მუშაობა-ახალი გამოწვევა.

მსოფლიოში სამუშაო სპეციფიკა მუდმივად ცვალებადია,თითოეული ქვეყანა,კომპანია კერძო თუ საჯარო დაწესებულება ირჩევს ხელსაყრელ სამუშაო პირობებს.თუმცა არსებული რეალობა დროთა განმავლობაში,განიცდის გარკველ ცვლილებებს.ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სამუშაო გარემოც შეიცვალა,ადამიანებმა შეისწავლეს ახალი საქმიანობები,რომელთა შესრულებაც დისტანციურად არის შესაძლებელი.ახალი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობამ და გამოყენების სიმარტივემ დისტანციური სამსახური კიდევ უფრო მარტივი გახადა.დღეს ყველა ჩვენგან შეუძლია გამოიყენოს ისეთი ინსტრუმენტები როგორებიცაა zoom,slack, Google Hangouts და სხვა.სწორედ ეს ინსტრუმეტები იძლევა სახლიდან შეუფერხებლად მუშაობის ერთ-ერთ წინაპირობას.

2020 წელს გავრცელებულმა კორონა ვირუსმა სახელწოდებით „COVID 19“-მა ჩვეული სამუშაო სრულიად გარდაქმნა.პანდემიამ საერთოდ ამოატრიალა ჩვენი ყოველდღიურობა.გადავინაცვლეთ ოფისიდან სახლში,ჩვენს ლეპტოპებთან,ანდროიდებთან თუ სხვა ელეტრონულ მოწყობილობებთან.სახლში ყოფნა აუცილებელი გახდა,სწორედ ამიტომ ბევრი ჩვენგანი სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დადგა.მსოფლოს უამრავი კომპანია გადავიდა ელექტრონულ ვაჭრობაზე-ელ.კომერციაზე.შედარებით მცირე ბიზნესის ტიპის საწარმოებმა ნაწილობრივი ან სრული კოლაფსი განიცადეს,შედეგად დასაქმებულთა ნაწილი უმუშევარი დარჩა.როგორც ნიუ-იორკ თამისი წერს,პამდემიამ აიძულა ახალგაზრდები სრულიად ახალი საქმე შეესწავლათ.The World Tourism Organization-ის ცნობით კორონა ვირუსის შედეგად ტურისტების მიმოსვლა პირველ 3 თვეში 22%-ით შემცირდა.ეკონომიკური თვალსაზრისით,ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი ვარდნა კი- ესპანეთმა  განიცადა(დაახლოებით18.5%ით შემცირდა).

რა დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები გააჩნია დისტანციურად მუშაობას?რატომ ირჩევენ ადამიანები „მუშაობას შინიდან გაუსვლელად“?

  1. მშვიდი,თავისუფალი სამუშაო გარემო-საკუთარ სახლში თავს კომფორტულად გრძნობთ,არასდროს ხართ დაძაბულნი,ისეთი გარემოა,სადაც ნაკლები ხმაური და სტრესია,არავინ გაიძულებთ დილით ადრიანად ადგომას სამსახურში წასასვლელად, რადგან ის სულ ახლოსაა-თქვენს ლეპტოპში.თავად გადაწყეტთ როდის იმუშაოთ და რამდენი საათი დაგჭირდებათ კონკრეტული დავალების შესრულებაში.
  2. დროის სწორი მენეჯმენტი-საშუალოდ ადამიანს,დღეში დაახლოებით 2საათი სჭირდება სამსახურში მისასვლელად,დისტანციურად მუშაობის დროს მინიმუმ აღნიშნულ დროს დაზოგავთ,გარდა ამისა,თუ ოფისში 8საათი უწყვეტად გიწევდათ მუშაობა,სახლში შესაძლოა 5საათში დაასრულოთ კონკრეტული საქმე,პლიუს არც შესვენებაზე დაგეხარჯებათ დიდი დრო.
  3. დისტანციური მუშაობა დაგიზოგავთ ფინანსებს-ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული, როგორც დამსაქმებელზე ასევე დასაქმებულზეც ვრცელდება.თქვენ არ გეხარჯებათ თანხა სახლიდან გარეთ გასვლისას,ლანჩზე თუ სხვა წვრილმანებზე.მეორე მხრივ, კომპანიაც ზოგავს იმ თანხებს,რაც თითოეულ თანამშრომელს სჭირდება.მაგალითად ელექტრონული მოწყობილობები,სამუშაო მაგიდა და სხვა.
  4. დისტანციურად დასაქმებული ადამიანები უფრო პროდუქტიულები არიან- ამის მიზეზი  ყოველდღიურ რუტინასთან გამოთხოვებაა,უკვე აღარსად გეჩქარებათ იდეებიც თავისით,უფრო მარტივად მოედინებიან თქვენს გონებაში.მუშაობთ დროის იმ მონაკვეთში როცა გსურთ.

აღნიშნული დადებითი მახასიათებლების გარდა დისტანციურ სამუშაოს უარყოფითი მხარეებიც გააჩნია.

  1. არასწორი კომუნიკაცია-მთავარი პრობლემაა დამსაქმებელთან ურთიერთობისას.ეს ფაქტორი განსაკუთრებით თავს იჩენს ისეთ საქმიანობაში რომელიც ვიზუალიზაციასთანაა დაკავშირებული.არქტიტექტორები,გრაფიკული დიზაინერები,მხატვრები ხშირად „ჩივიან“ მსგავსი პრობლემის გამო.ამ შემთხვევაში პირისპირ საუბარი აუცილებელი ხდება.საქმე რთულდება კიდევ უფრო მეტად,როცა დამკვეთი უცხოელია.
  2. განუსაზღვრელი სამუშაო საათები-ზოგიერთი ადამიანისთვის კონკრეტული საქმის შესასრულებლად აუცილებელია გაწერილი სამუშაო საათები,სხვა შემთხვევაში შესაძლოა დაკისრებული სამუშაო უსაშველოდ გაიწელოს.
  • თანამშრომლობის არ არსებობა-ბევრი ადამიანისთვის „თანაგუნდელები“შთაგონების წყარო შეიძლება იყოს.მათი არასებობა კი მოწყენილობის და შემოქმედებითი ვარდნის მიზეზი.
  • კონცენტრაციის ნაკლებობა-როცა იცით რომ 9 დან 6-ამდე მუშაობთ თქვენი გონება ამისთვის მზადაა,თქვენ „მიზანმიმართული“ ხართ.თუმცა თუ კონკრეტული გეგმა არ გაქვთ გაწერილი, არ გაქვთ განსაზღვრული როდის უნდა იმუშაოთ,შესაძლოა ყურადღება გაგეფანტოთ ან არაპროდუქტული გახდეთ.
  • დაბალი ანაზღაურება-ზოგიერთი სამუშაოს შესრულებისას ოფისის სამსახური ანაზღაურების მხრივ უფრო კონკურენტულია,განსაკუთრებით მაშინ როცა მუდმივი თანამშრომელი არ ხართ.ნდობის მოპოვებამდე კი საკამოდ დაბალ ანაზღაურებაზე გიწევთ სამუშაოს შესრულება.
  • კიბერუსაფრთხოების პრობლემა-კიბერუსაფრთხოების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია სახლიდან მუშაობისას,როგორც კომპანიის,ასევე დამსაქმებლისათვის.პერსონალური,ინტელექტუალური საკუთრებები სპეციალური დაცვის გარეშე შესაძლოა სხვამ მიითვისოს,იქურდოს ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, განახორციელოს კიბერ-შეტევა.მაგალითად ისეთი მონაცემები როგორიც არის  საკრედიტო ბარათების და  საბანკო ანგარიშის დეტალები,ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია,რომლებიც ინახება Google Drive-სა და cloud-ზე,მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს.

არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო,დღეს დისტანციურ სამუშაოზე გადასვლის ტენდენცია საკმაოდ მზარდია.დამსაქმებლემა აღმოაჩინეს რომ საზოგადოების დიდ ნაწილს სულაც არ სჭირდება ოფისში მისვლა,რაც მომავალში საოფისე ფართების ღირებულების კლებაზე მიანიშნებს.ჯეკ დორსიმ Twitter-ისა და Square-ის აღმასრულებელმა დირექტორმა,საკუთარ თანამშრომლებს აცნობა რომ შეუძლიათ „სამუდამოდ“ დისტანციურად იმუშაონ.ფეისბუქის დამაარებელმა მარკ ცუკენბერგმა კი აღნიშნა რომ მის თანამშრომლებს კვლავ შეუძლიათ სახლიდან მუშაობა,თუმცა თუ ისინი სან-ფრანცისკოდან შედარებით „ბიუჯეტურ“ ქალაქში გადავლენ შესაბამისად ანაზღაურებაც შეუმცირდებათ. Global Workplace Analytics-ის პრეზიდენტი ამბობს რომ დასაქმებულთა 67% სურს რომ მუშაობა ისევ სახლიდან გააგრძელოს.მისი შეფასებით პანდემიის დასრულების შემდეგ დაახლოებით 25,30% ისევ დისტანციურად გააგრძელებს მუშაობას.

დღევანდელი მონაცემებით ისეთი კომპანიებიც როგორებიცაა Shopify, Coinbase, Upwork, Lambda Schools აძლევენ უფლებას თანამშრომლებს რომ დისტანციურად იმუშაონ.

არსებული პრობლემების მიუხედავად,დისტანციური მუშაობა,ამ ეტაპისთვის ყველაზე უსაფრთხო გამოსავალია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დასაქმებული ადამიანისთვის.ამ გზით თქვენ შეგიძლიათ ბევრი დრო დაუთმოთ ოჯახს,მეგობრებს,გექნებათ მეტი დრო სწავლისთვის,სიახლეების აღმოსაჩენად.არჩევანი თქვენზეა,მაგრამ მუშაობა სახლიდან გაუსვლელად ნამდვილად ახალი და სასიამოვნო გამოწვევაა თითოეული თქვენგანისთვის.

ელენე შარიქაძე

Leave a Comment

Your email address will not be published.