სწავლა ერთ-ერთი ყველაზე მეტჯერ განხილული, მაგრამ ნაკლებად დაფასებული ხერხია ჩვეულებრივი მეწარმისთვის.
ყველა საუბრობს სწავლის მეთოდებზე, მაგრამ მხოლოდ რამოდენიმე თუ ახერხებს სწავლის რეალური და აუთენტური ტექნიკის მოძებნას, რომელიც უტყუარ შედეგს იძლევა.
ილონ მასკმა გაარღვია ეს ბარიერი ისეთი მეთოდების შესწავლით, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა თავის წარმატებულობა.
ერთ-ერთ ბოლო კონფერენციაზე მასკმა გამოაცხადა რომ მისი გეგმები თავის ბიოტექნიკურ კომპანია ნეურალინკთან დაკავშირებით საკმაოდ წარმატებულად მიიწევს წინ და აქვე ახალი სექტორის შექმნა დაანონსა, რომელიც დღის სინათლეს რამოდენიმე წელიწადში იხილავს.
დიახ, მასკი გენიოსია. დაახლოებით იმ დონის როგორებიც ნიკოლა თესლა, ალბერტ აინშტაინი და ისააკ ნიუტონი იყვნენ. მას განსხვავებული შეხედულებები აქვს სირთულეების მიმართ ვიდრე საშუალო მეწარმეს.
რა თქმა უნდა ის ასობით წიგნს კითხულობს. მუშაობს ყველაზე კარგად მოაზროვნე ადამიანებთან ერთად. თავის ყველა ახირების დაფინანსებაში ასტრონომიულ დონეს აღწევს, მაგრამ ეს არ არის ის რაც მასკს დიდ მცოდნედ აქცევს.
მისი სწავლის მეთოდები არც ასეთი მეფურია. უფრო მეტიც, მისი 2 წესი ნებისმიერი რამის მარტივად შესასწავლად ყელასთვის ადვილად შესასრულებელია, მათ შორის შენთვისაც.
შენც შეგიძლია იყო სარაკეტო მეცნიერი თუ ამის სურვილი გაქვს. და აი როგორ.
მოახდინე ხის სხვადასხვა ნაწილის იდენტიფიცირება
როცა საქმე სწავლას ეხება, მასკს სწამს რომ ადამიანების უმეტესობას იმაზე მეტის სწავლა შეუძლიათ ვიდრე ამჟამად იციან.
მასკი ირწმუნება რომ საშუალო მეწარმეები ხშირად არ ცდილობენ საკუთარი შესაძლებლობების საზღვრების გარღვევას და არ სწავლობენ იმაზე მეტს რასაც მათი გონება იტევს.
რედიტთან საუბრისას მასკმა მის სწავლასთან დამოკიდებულებაზე და იმ სტრუქტურაზე ისაუბრა რასაც ხშირად მიმართავს ცოდნის მიღებისას.
„ერთი პატარა რჩევა: მნიშვნელოვანია რომ სწავლას შეხედო როგორც რაღაც სემანტიკურ ხეს. ჯერ დარწმუნდი რომ კარგად შეისწავლე მისი ფუნდამენტური პრინციპები მაგალითად ფესვები და დიდი განშტოებები, სანამ მის ფოთლებზე/დეტალებზე და ნაყოფზე გადახვალ.“
პირველი წესი – ააგე ცოდნის ხე
რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?ეს ეხმარება ჩვეულებრივ მეწარმეს იმის გააზრებაში რომ ყველაფერი ერთნაირი მნიშვნელობის არ არის.
როცა საქმე სწავლას ეხება, უნდა შეგვეძლოს განვასხვავოთ ერთმანეთისგან ნაყოფი რომელიც უბრალოდ ტოტზეა ჩამოკიდებული და ის საწყისი რომელზეც ხე იწყებს აღმოცენებას.
მასკი ოსტატია მისი სამეწარმეო წამოწყების თითოეული სექტორის საწყისის საფუძვლიანად ცოდნაში. ის პირველ რიგში რწმუნდება იმაში რომ საფუძვლიანი წვდომა აქვს თითოეული საკითხის საწყისზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის მისი დეტალების შესწავლაზე.
უმეტესად ჩვენ ყველაფერს პირიქით ვაკეთებთ. ვიწყებთ საკითხის პერიფერიული ფაქტების შესწავლით, მაშინ როდესაც ვერასდროს სრულად ვერ ვიგებთ როგორ ან რით არიან ისინი მის საწყისთან კავშირში. რის გამოც ჩვენი ტვინები უმეტესად გადატირთულია ამოუცნობი და ხშირად უსარგებლო ინფორმაციით.
ეს სწავლა არ არის. ეს მცდელობაა.
ამ მცდელობების შედეგია ხე საშინლად წვრილი ფესვებით და სავსე მსხვილი ტოტებით, რომელსაც ერთი ზედმეტი ფიქრის ან იდეის დამატებისთანავე გადატეხვის საშიშროება ემუქრება.
თუ სურვილი გაქვს ნებისმიერი რამ უფრო სწრაფად შეისწავლო, საჭიროა საკითხის ფესვებიდან შესწავლა. თავიდან შესაძლოა ამას ცოტა მეტი დრო მოანდომო, მაგრამ ფესვების გარეშე არ გექნება ბაზა, რომელიც დამატებითი ცოდნის და გამოცდილების შეძენას შეუწყობს ხელს.
კავშირები ცოდნას აძლიერებს
ილონ მასკის სწავლის სტრატეგიის ბრწყინვალება მაინცდამაინც საკითხის ძირითადი საფუძვლების შესწავლაში არ არის. თაობების მანძილზე ბევრ მეწარმეს მიუღწევია წარმატებისთვის მსგავსი მეთოდის გამოყენებით. მასკის ბრწყინვალება მისი სწავლის სტრატეგიის მეორე მეთოდში იმალება, რომელიც ხაზს უსვამს მის უნარს ააგოს უზარმაზარი ინტელექტის ხეები, რომლებიც სხვადასხვა სექტორს ერთმანეთთან აკავშირებს.
წესი მეორე – ვერ დაიმახსოვრებ იმას რისი დაკავშირებაც ერთმანეთთან არ შეგიძლია
ეს არის ის მეთოდი რითაც მოახერა მასკმა მოეცვა მასშტაბური სექტორები და ისინი ერთ ინდუსტრიაში მოაქცია.
მან დაიწყო მყარი ფესვების შექმნიდან და მისი ცოდნის ზრდასთან ერთად იწყებდა ერთი ხის ტოტების და ფოთლების დაკავშირებას მეორე ხის ტოტებთან და ფოთლებთან.
მასკი არასდროს სწავლობს არაფერს შემთხვევით. ყველა მიღებულ ინფორმაციას აკავშირებს მისთვის ნაცნობ საწყის ბაზასთან.
დღესდღეობით სწავლის მსურველი ადამიანების უმრავლესობა ოსტატი მებაღეები კი არ არიან, არამედ ტოტების შემგროვებლები. ჩვენ დავსეირნობთ ჩვენი ცხოვრების მანძილზე, ცოტას აქ ავკრეფთ, ცოტას იქ, სანამ მკლავები მთლიანად არ აგვევსება ტოტებით. როცა უკვე საკმარისი რაოდენობის ტოტები გვაქვს, ვაკეთებთ იმას რაც ბუნებრივად მოდის. ავიღებთ და დავწვავთ. ჩვენ გვგონია რომ დანთებული ცეცხლის ალი ჩვენი მიღებული ცოდნის ექვივალენტურია, მაგრამ გვავიწყდება ის რაზეც ილონ მასკმა მთელი თავის შესწავლის სტრატეგია ააგო: ცეცხლი ქვრება.
მასკი რგავს ხეებს, მდიდარ ნიადაგში, რომელიც იზრდება როგორც მსხვილი და უხვი ცოდნის წყარო. შენც შეგიძლია იგივე გააკეთო, რისთვისაც მხოლოდ ამ ორი წესის გათავისება გჭირდება.
ექსპონენციალური ზრდა
როგორც ყველა ახალი სისტემა, შეიძლება ცოტა დრო დაგჭირდეს სანამ ფეხს აუწყობ. შესაძლოა იფიქრო რომ სწავლას უფრო მეტ დროს ანდომებ ვიდრე ადრე, მაგრამ ეს ნორმალურია. იმას რასაც შენ აკეთებ, ფუნდამენტის მომზადება ქვია ექსპონენციალური ზრდისთვის.
როგორც ერთხელ ჰენრი ფორდმა თქვა: „ თუ ყოველთვის იმას აკეთებ რასაც სულ აკეთებდი, შედეგად იმას მიიღებ რასაც ყოველთვის იღებდი“.
თუ გინდა რომ სწრაფად ისწავლო ილონ მასკის მეთოდი სცადე, მაგრამ გაფრთხილებ შესაძლოა იმაზე ადრე მოახერხო სარაკეტო მეცნიერი გახდე ვიდრე ეს შესაძლებელი გეგონა.