ამბობენ რომ,რეალური წარმატება იწყება მაშინ როდესაც ვცდილობთ უარი ვთქვათ კომფორტის ზონაზე.თუმცა ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ჩვენივე კომფორტის ზონის გაფართოება.შესაძლებელია უარი ვთქვათ ახალ, არასასიამოვნო დავალებების შესრულებაზე,მაგრამ ხომ არ აჯობებს თავად სამუშაო ვაქციოთ ჩვენთვის მარტივად შესასრულებლად?
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანის კომფორტის ზონა არის ხელოვნური საზღვარი,რომელიც გვანიჭებს დაცულობის შეგრძნებას და თავიდან გვაცილებს დისკომფორტის შეგრძნებას.კომფორტის ზონის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ჩვენშია ასახული,თუ როგორ ვფიქრობთ და როგორ ვიქცევით კონკრეტული საქმის შესრულებისას.
როცა გასაჭირში ვართ,ან როდესაც მოვლენები ჩვენს სასიკეთოდ არ მიმდინარეობს,ყოველთვის ვცდილობთ დავუბრუნდეთ ჩვეულ მდგომარეობას-კომფორტის ზონას.
ადამიანებს,რომლებიც თავს უბედურად ან წარუმატებლად თვლიან,აქვთ მიდრეკილება მუდმივად დარჩნენ თავიან კომფორტის ზონაში,რადგან ეს მათთვის მარტივი და ნაცნობი მდგომარებაა.ბევრი მათგანი რჩება იმავე სამსახურში, ურთიერთობასა თუ მდგომარეობაში,ეს მათთვის საკმაოდ ნაცნობი და რელევანურია,რადგან შედარებით ახალს და უცნობს გაურბიან.
თუ ირჩევთ კომფორტის ზონას, ვერასდროს გამოავლეთ თქვენს რეალურ შესაძლებლობებს,იმას თუ რისი მიღწევა შეგიძლიათ და რისი უნარი გაქვთ.თუ საქმიანობაში წარმატებული ხართ,ერთ დღესაც აუცილებლად მოგიწევს რისკზე წასვლა.
ერთ დღესაც,თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას,რომელიც თქვენი ნაცნობი ადამიანების,გარემოებების და გამოცდილებების მიღმაა,ამ გზით გამოხვალთ კომფორტის ზონიდან და ნაბიჯს გადადგამთ პიროვნული განვითარებისკენ. ესაა ერთგვარი გზა,რომელიც გაიძულებთ გაზარდოთ თქვენი შემოქმედებითი არეალი,ისწავლოთ მეტი, უბიძგოთ საკუთარ თავს,რათა გახდეთ მეტი ვიდრე იყავით.სულაც არ გჭირდებათ რაიმე ექსტრაორდინალური ქმედების ჩადენა,მაგალითად არც ევერესტის დალაშქვრა ან ლა-მანშის სრუტეს გადაცურვა.ეს ბევრად მარტივია,ვიდრე ზემოთხსენებული.
ყველა ვინც ახალი საგანს იწყებს სკოლაში,სწავლობს ახალ უცხო ენას,ერთვება სპორტის განსხვავებულ სახეობაში თუ ახალ სამსახურში გადადის,გამოდის კომფორტის ზონიდან. საბოლოოდ თუ ოდესმე რამის მიღწევა გსურთ კომფორტის ზონა კიდევ უფრო უნდა გავაფართოვოთ.
გირჩევთ რომ :
- დაივიწყოთ ჩვევა ან რუტინა რასაც ხშირად აკეთებთ,ამის ნაცვლად იპოვეთ განსხვავებული, შესაძლოა უკეთესი გზა რაიმეს შესასრულებლად.
- თუ მუდმივად არააქტიური ცხოვრების წესს მისდევთ,ხშირად გიწევთ ციფრულ ტექნოლოგიებთან ურთიერთობა,გამოძებნეთ დრო ფიზიკური აქტივობისთვის.თუ ძალიან აქტიური ადამიანი ხართ,ისწავლეთ დამშვიდება,სიამოვნების მიღება და იკითხეთ მეტი.
- თუ წიგნების კითხვა,ფილმის ყურება ან მუსიკის მოსმენა თქვენთვის საყვარელი საქმიანობები არაა,აუცილებლად დაიწყეთ.თუ გიყვართ მისტიკა ეცადეთ წაიკითხოთ ბიოგრაფიები,თუ მოქმედებები გიყვართ,უყურეთ რომანტიკულ კომედიებს,თუ როკს უსმენთ სცადეთ ჯაზიც.
- თუ მორცხვი ხართ და გიჭირთ საუბარი ხალხის თანდასწრებით,ეცადეთ ჩაერთოთ ისეთ პროექტებში სადაც სიტყვით გამოსვლის საშუალება მოგეცემათ. რაც უფრო მეტ პრაქტიკას მიიღებთ უფრო და უფრო უკეთ იგრძნობთ თავს.
- წადით ეთნიკურ რესტორანში სადაც შემოგთავაზებენ კერძს,რომელიც თქვენთვის უცხოა,ეს განავითარებს თქვენს გემოვნებას და გზას გაგიხნით ახალი გემოების შეგრძნებისკენ.
- დაიწყეთ მოხალისეობა სხვადასხვა სფეროში,აქ თქვენ აღმოაჩნეთ თურმე რამდენად კომფორტული ცხოვრება გქონიათ მანამდე.
რატომ უნდა გავაფართოვოთ კომფორტის ზონა?
გაიზრდება თქვენი გამოცდილება და უფრო მეტი რამით შეძლებთ სიამოვნების მიღებას.
თქვენი ტვინი უფრო აქტიურად დაიწყებს მუშაობას,აქედან გამომდინარე დაგეხმარებათ მენტალურ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
გაიზრდება თვითდაჯერება.
გახდებით უფრო მოქნილი სხვადასხვა სიტუაციების მიმართ/
დაგეხმარებათ არ იყოთ რუტინაში და აიცილებთ დეპრესიულ განწყობას.
გამოწვევები გვეხმარება გავზარდოთ საკუთარი თავი.
შემოქმედებითი არეალის გაზრდა თუ ახალი ცოდნის მიღება არის უმნიშვნელოვანესი პერსონალური განვითარებისთვის. ყოველი ახალი ნაბიჯი გვეხმარება შემდეგ საფეხურზე გადასვლაში და გვიბიძგებს გავაუმჯობესოთ საკუთარი თავი.
ელენე შარიქაძე