სასურველი სამსახურის შოვნა ყველა აპლიკანტის ოცნებაა. თუმცა, სასურველი სამსახურის მიღებამდე გასავლელი გზა გასაუბრებაა. მიუხედავად პროფესიული უნარების და ტემპერამენტის აპლიკანტების უმრავლესობას გასაუბრების გავლა უჭირთ. ამის გამო ისინი ხშირად კარგავენ თავდაჯერებულობას და საბოლოოდ, ეს ცუდად აისახება მათ სამომავლო კარიერაზე. არსებობს რამდენიმე ხერხი რომელიც აპლიკანტებს ამ ბარიერის გადალახვაში დაეხმარება. ამ რჩევების გათვალისწინებით აპლიკანტები შეძლებენ არა მარტო მოემზადონ არამედ წარმატებით გაიარონ გასაუბრება.
7 ნაბიჯი გასაუბრებისთვის მოსამზადებლად
გასაუბრებაზე წასვლამდე მომზადება მნიშვნელოვანია. ყველასთვის ცნობილია, რომ მძიმე შრომა წარმატების საფუძველია. აქ ჩამოთვლილია გასაუბრებისთვის მოსამზადებელი რჩევები, რომელიც კანდიდატმა უნდა გაითვალისწინოს;
(1) პოზიციის ანალიზი
გასაუბრებაზე წასვლამდე პოზიციის ანალიზი მნიშვნელოვანია. აუცილებელია, იცოდეთ რა იმალება პოზიციის უკან, რას ითხოვენ თქვენგან, რა იქნება თქვენი მოვალეობა და ხართ თუ არა შესაფერისი კანდიდატი ამ სამსახურისთვის. თუ თვლით, რომ შესაფერისი კანდიდატი არ ხართ, გირჩევთ, რომ არ წახვიდეთ გასაუბრებაზე, რადგან ის თქვენ მხოლოდ იმედგაცრუებას მოგიტანთ.
(2) დამატებითი უნარები
ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ ისიც, რომ მხოლოდ პროფესიული უნარები საკმარისი არ არის. თქვენ გჭირდებათ დამატებითი უნარების ცოდნა, რაც თქვენ სხვა აპლიკანტებთან შედარებით უპირატესობას მოგანიჭებთ. გასაუბრება გაძლევთ საშუალებას თქვენი უნარები წარმოაჩინოთ. შესაბამისად, სამსახურის მისაღებად მეტი შანსი გეძლევათ. დამატებითი უნარები, როგორიცაა Microsoft word, Excel, Powerpoint და სხვა მრავალი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ხდება თქვენი წამყვანი იარაღი გასაუბრების განმავლობაში.
(3) კომპანიის გამოკვლევა
კომპანიის გამოკვლევა არამარტო დაგეხმარებათ კომპანიის არსის ჩაწვდომაში, არამედ საშუალებას მოგცემთ მოემზადოთ მოსალოდნელი შეკითხვებისთვის. ეს დაგეხმარებათ, რომ არ დაიბნეთ გასაუბრების დროს. ამიტომ კომპანიაზე ინფორმაციის მისაღებად აუცილებლად ეწვიეთ მის ვებგვერდს.
(4) ვარჯიში გასაუბრებისთვის
კომუნიკაციის უნარი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გასაუბრების დროს. ამისთვის თქვენ შეგიძლიათ ივარჯიშოთ თქვენს მეგობართან ან სხვა თქვენი რომელიმე ოჯახის წევრთან. ეს შეგმატებთ თვითდაჯერებულობასა და გამოცდილებას.
(5) ფორმალური ჩაცმულობა
ძალიან მნიშვნელოვანია გასაუბრებაზე გამოცხადდეთ სასიამოვნოდ ჩაცმული. ეს დაგეხმარებათ, რომ გამსაუბრებლის თვალში პროფესიონალი და სამსახურისთვის მომზადებული კანდიდატი გამოჩნდეთ. თქვენი ფორმალური ჩაცმულობა გამსაუბრებელზე დადებით შთაბეჭდილებას დატოვებს.
(6) პუნქტუალურობა
დისციპლინირებული და პუნქტუალური თანამშრომლები ყოველთვის აღწევენ წარმატებას. ამიტომ, დროის მენეჯმენტი უნდა იყოს თქვენი პირველი პრიორიტეტი გასაუბრებაზე. გამსაუბრებლის წინ ზუსტად თქვენთვის დათქმულ დროზე უნდა გამოცხადდეთ.
(7) ჯანსაღი კომუნიკაცია
გამსაუბრებელთან კომუნიკაციაში შესვლა ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად იყავით თავაზიანი და დარწმუნდით, რომ არამხოლოდ უპასუხებთ თქვენთვის დასმულ ყველა შეკითხვას, არამედ თქვენც დაუსვავთ კითხვებს გამსაუბრებელს, რაც მას თქვენზე დადებით შთაბეჭდილებას შეუქმნის.
გახდით წარმატებული
თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილ რჩევებს გაითვალისწინებთ, გარწმუნებთ, რომ გასაუბრებას წარმატებით გაივლით. წარმატება მარტივად არ მოდის. ის მოთმინებას და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ, გასაუბრებისთვის მოსამზადებლად თქვენი შესაძლებლობების 100% გამოიყენეთ.