ფინანსური წარმატების მარტივი ფორმულა (მდიდარი მამა,ღარიბი მამა-ს მიხედით)

ყოველ ჩვენგანს აქვს საკუთრი მოსაზრება,აღქმა და გაგება იმისა თუ რა არის ფინანსური წარმატებისთვის საჭირო და რა გზები არსებობს ცხოვრების ხარისიხის გასაუმჯობესებლად.ხშირ შემთხვევაში,ჩვენ გაუცნობიერებლად ვიქცევით,ვხარჯავთ იმაზე მეტ თანხებს,ვიდრე საჭიროა.ვყიდულობთ წვრილმანებს,ნივთებს რომლებიც არაფერში არ გვჭირდება და მეტიც შესაძლოა არც არასდროს გამოვიყენოთ.ეს ყოველივე უარყოფითად აისახება ხოლმე ხელფასამდე დარჩენილ დღეებზე.შემდგომ გვიწევს ფიქრი,რა შეიძლება მოვიმოქმედოთ,სად ვიშოვოთ საჭირო თანხა,რაც საკმაოდ უსიამოვნო და ხშირი პროცესია.შესაძლოა დღეში 8 საათი ან მეტი მუშაობთ,ანაზღაურებასაც არ უჩივით,მაგრამ ყოველთვის ერთსა და იმავე სიტუაციაში აღმოჩნდებით ხოლმე.ამ ყველაფერს განაპირობებს თქვენი ერთი მოსაზრება,ის თუ რას ფიქრობთ ფულზე,რა როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში ფულს.ღარიბი ამ კითხვას ამგვარად პასუხობს : „ფულის სიყვარული ყოველი ბოროტების საფუძველია“.ხოლო მდიდარი ამბობს რომ „სწორედ უფულობაა ყოველივე ცუდის მიზეზი“.

უცნაურია,თუმცა ადამიანების უმეტესობის აზრი ფულის შესახებ,გამომდინარებს მათივე მშობლების მოსაზრებიდან,თუ როგორ აღიქვამდნენ ისინი ფულის მნიშვნელობას,როგორ ხარჯავდნენ და განაგებდნენ ოჯახის ფინანსებს.ღარიბი მშობლები შვილებს სკოლაში მაღალი ნიშნების მიღებასა და კარგად სწავლას სთხოვენ,ბევრი მათგანი მართლაც წარმატებით ასრულებს სკოლას,თუმცა მათი გონება,თვალსაწიერი მაინც ვერ უწყობს ფეხს არსებულს ფინანსურ გამოწვევეს.სამწუხაროდ,სკოლებში ფულის შესახებ არაფერს გვასწავლიან,არავინ ატარებს გაკვეთილს ფინანსების მართვის შესახებ,მაგალითად როგორ ანაწილებენ წარმატებული ბანკირები,ფინანსური დირექტორები,ბუღალტრები თავიანთ შემოსავალს.შედეგად დამოკიდებული ვხდებით მშობლებსა და სახელწიფოზე,სესხებსა და კრედიტებზე.ვკარგავთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.მოცემულ სტატიაში გაგიზარებთ იმ საერთო მახასიათებლებს,რომლებიც აუცილებელიად გამოგადგებათ თუკი ფინანსური წარმატება გწყურიათ.

მოახდინეთ „ფიქრების მანევრი“

ჩვენ გვსურს უზრუნველი მომავალი,ბევრი თანხა საბანკო ანგარიშზე ან უბრალოდ ფინანსური სიმშვიდე.თუმცა ჩვენი სურვილები ხშირად განსხვავდება ჩვენი ქმედებებისგან.სანამ მოქმედებაზე გადავალთ ჩვენ გვაქვს ფიქრები,ამ ფიქრებს კი სიტყვებად გარდავქმნით.იცოდით რომ თქვენს მიერ ნათქვამ ყოველ სიტყვას თავისი ძალა აქვს.წარუმატებელი ადამიანებისგან ხშირად შეიძლება მისმინოთ მსგავსი ფრაზები:„მე თავს ამის უფლებას ვერ მივცემ“ ანდა „მე ამას ვერ შევძლებ“. შესაბამისად ტვინი იმახსოვრებს ყველა სიტყვას,მარტივად რომ ვთქვათ პროგრამდება ისე,როგორც ჩვენ ვუბრძანეთ არ და ვერ გააკეთოს კონკრეტული საქმე.შედეგად გონება გაზარმაცდა და რაც არ უნდა მოვინდომოთ აღარ გამოგვივა.როცა გონება ძილის რეჟიმშია კიდევ უფრო რთულება კონკრეტული ამოცანის შესრულება.თუ მაინც ვეცდებით დროთა განმავლობაში ის კვლავ ამუშავდება.თქვენი აზრით რისი მიღწევა შეიძლება „პატარა სავარჯიშოების“ ხშირი კეთებით?

მაგალითად განვიხილოთ ადამიანი,რომელიც სპორტდარბაზში ვარჯიშობს და ადამიანი რომელიც ყოველ საღამოს ტელევიზორთანაა წამოწოლილი.პირველი ადამიანი რომელიც ვარჯიშობს გამოირჩევა ჯანსაღი სხეულით,ხოლო მეორეს შესაძლოა აწუხებდეს ჭარბი წონა.თუ პირველი შეწყვეტს ვარჯიშს ბუნებრივია დროთა განმავლობაში დაემსგავსებას მეორეს.სწორედ ასეა გონებრივი აქტიურობის დროსაც.ფიზიკური აქტივობა ზრდის ჩვენი ჯანმრთელობის ხარისხს ხოლო გონებრივი-ფინანსური წარმატების შანსებს.

აიმაღლეთ ფინანსური ცოდნა

ჩვენ ხშირად ვჩივით იმაზე თუ რამდენად ცოტაა ჩვენი ყოველთვიური შემოსავალი,ვწუწუნებთ და გვანაღლებს ხელფასის რაოდენობა.შესაძლოა შემოსავალი წინა კვარტალთან შედარებით 20%-ით მეტია,თუმცა განსხვავებას მაინც ვერ ვხედავთ.რა არის  ყოველივე ამის მიზეზი? თითქოსდა უფრო მეტი თანხა გვაქვს,მაგრამ ყველაფერი ისევ ძველებურადაა.რადგან შემოსავალს არასწორად ვანაწილებთ,არ გვაქვს კონკრეტული მიზანი,არ ვიცით როგორ დავხარჯოთ „ყაირათიანად“.პრობლემების მიზეზი ფინანსური განათლების სიმწირეა.

რას ვგულსხმობთ ფინანსურ ცოდნაში?

არა ის თუ რამდენს გამოვიმუშავებთ,არამედ ის თუ რამდენს ვინახავთ.ბევრი ადამიანი მიისწაფის  ფულის შოვნასა და სიმდიდრისკენ,თუმცა ერთი რამ ავიწყდებათ შესაბამისი განათლების მიღება,კაპიტალის გასაზრდელად.თუ ისწავლით ფინანსების სწორად მართვას,სიტუაციის ცვლილებების მიუხედავად თქვენი შემოსავალი კიდევ და კიდევ გაიზრდება.თუ ფიქრობთ რომ ფული მოგვიგვარებთ ყველა პრობლემას,ძალიან შემცდარხართ.განათლება,ცოდნა არის სწორედ ის,რითიც შეძლებთ პრობლემების მოგვარებასა და მეტი თანხის გამომუშავებას.ცალკეულად ფული ფინანსური განათლების გარეშე მალე გაქრება.დაიმახსოვრეთ,მნიშვნელოვანია არა ის თუ რამდენს გამოიმუშავებთ,არამედ ის თუ რამდენს ინახავთ.ტელევიზორში ხშირად აჩვენებენ ლატარიაში გამარჯვებულ ადამიანებს.ისინი საშუალოზე დაბალი შემოსავლიდან უეცრად მდიდრდებიან,მაგრამ ეს ხშირ შემთხვევაში დროებითია.თუ გააზრებულად არ ვხარჯავთ,ნებისმიერი თანხა დროთა განმავლობაში უბრალოდ აორთქლება.

ალბათ,გაინტერესებთ პასუხი კითხვაზე საიდან დავიწყოთ,როგორ გავმდიდრდეთ სწრაფად? ამაზე ამგვარი პასუხის გაცემა შეიძლება,შეიძინეთ ფინანსური ცოდნა,ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე,ფინანსურ ცოდნას კი ფინანსურ თავისუფლებამდე.

დაისახეთ მიზანი (შექმენით საკუთარი ბიზნესი)

მიზანი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ფინანსური წარმატებისათვის.თუ არ არსებობს კონკრეტული მიზანი არ არსებობს ზრდაც.შეიძლება ითქვას რომ მიზანი ფინანსური წარმატების საძირკველია.მაგრამ არსებობს მიზნების გარკვეული კლასიფიკაცია,მარტივად რომ ვთქვათ დიდი და პატარა მიზნები.რას შეიძლება ნიშნავდეს ეს?

მოდით,განვიხილოთ რას ასწავლიან მდიდარი და ღარიბი მშობლები შვილებს.ღარიბი მშობლები ამგვარად არიგებენ შვილებს-მათ უნდა ისწავლონ ბევრი,რომ კარგ კომპანაში იმუშაონ მაღალ ანაზღაურებაზე.შედეგად,ეს იქნება მათი წარმატების მწვერვალი.მდიდარი მშობლები თვლიან,რომ შვილებმა უნდა ისწავლონ კარგად,რათა შექმნან თავიანთი ბიზნესი,სადაც შემდგომ სხვებს დაასაქმებენ.ღარიბი ოჯახის შვილები მუშაობენ სხვისთვის,მდიდრები კი ქირაობენ სხვებს თავიანთი მიზნების განსახორციელებლად.

ადამიანთა უმეტესობა მუშაობს სხვისი ბიზნესის კეთილდღეობისთვის,კომპანიებისთვის და სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის,ამის გამო ცხოვრობს მხოლოდ ყოველთვიურ შემოსავალზე.ისინი მთელ ძალისხმევას დებენ ამ სამსახურებში,შედეგად აღარც დრო და ენერგია აღარ აქვთ,საკუთარი ბიზნესის შესაქმნელად. მათი ცხოვრება მუდმივად ერთი ტემპით მიმდინარეობს,ხელფასიდან ხელფასამდე,რუტინა,არანაირი ფინანსური ზრდა.დროთა განმავლობაში ცვლილება ყველას სჭირდება,მათ შორის თქვენს მიზნებსაც.თუ კონკრეტულ პატარა მიზანს მიაღწიეთ,რატომ არ უნდა სცადოთ უფრო დიდი რამის გაკეთებაც?

წარმატება-მუდმივად ცვალებადი პროცესია,ერთ დღეს შეიძლება გაგვიმართლოს მეორე დღეს კი დავმარცხდეთ,ცხოვრება ასეა მოწყობილი.მაგრამ რატომ არ უნდა შევცვალოთ ის რისი შეცვლაც ჩვენივე ხელშია- ჩვენი ფინანსური მდგომარეობა.მიეცით საკუთარ თავს უფლება იფიქროს სასურველზე,არასდროს თქვათ მე ეს არ შემიძლია,მე ვერასდროს შევიძენ ამ ნივთს.მოახდინეთ თქვენი „ფიქრების მანევრი“ და აკონტროლეთ ის ფრაზები რასაც თქვენთვის წარუმატებლობის მოტანა შეუძლია.ნუ გააზარმაცებთ გონებას,მუდმივად აკეთეთ „გონებრივი სავარჯიშოები“.გადადგით ნაბიჯები და ნუ დარჩებით,იმ ცოდნით რაც უნივერსიტეტში მიიღეთ .ისწავლეთ ყოველდღე,გააძლიერეთ ფინანსური უნარები,დასაწყისისთვის სცადეთ შემოსავლის სწორი გადანაწილება,დახარჯეთ უფრო ჭკვიანურად ვიდრე ამას მანამდე აკეთებდით.დაისახეთ მიზანი,შექმენით რაიმე ღირებული თქვენით თუნდაც პატარა და მარიტივი,იფიქრეთ ოცნებებზე რეალურად, სწორედ ეს მოგიტანთ ნამდვილ წარმატებას.

Leave a Comment

Your email address will not be published.