10 რჩევა სამსახურის სწრაფად დასაწყებად

უმუშევრობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულად მოგვარებადი პრობლემაა.

დიდი ხნის განმავლობაში უმუშევრად ყოფნა კანდიდატში იმედგაცრუებას ნერგავს, ამიტომ საჭირო ხდება დაუყოვნებლად სამსახურის შოვნა რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. უმუშევართა ბაზარზე

ყოველთვის დიდი კონკურენციაა. იმისათვის, რომ კონკურენტული იყოთ გჭირდებათ ჭკვიანური ტაქტიკა. მართალია, სამუშაოს ძიება ხანგრძლივი პროცესია, თუმცა, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც ამ გზის სწრაფად გავლაში დაგეხმარებათ:

იყავით თავდაჯერებული;

მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გაამახვილოთ თქვენი კარიერის არამარტო მიმდინარე, არამედ გრძელვადიან პერიოდზე. დარწმუნდით, რომ ხართ სამსახურისთვის შესაფერისი კანდიდატი, იყავით თავდაჯერებული და დაარწმუნეთ გამსაუბრებელიც, რომ სწორედ თქვენ ხართ ის კანდიდატი, რომელიც მას სჭირდება. Techrecruiter.ge დაგეხმარებათ ზუსტად თქვენთვის შესაფერისი სამსახურის მოძებნაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სასიამოვნო სამუშაო გარემო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია თქვენი წარმატებული კარიერისთვის.

შექმენით საინტერესო რეზიუმე;

იმისათვის, რომ დამსაქმებელმა ინტერვიუზე მიგიწვიოთ რეზიუმე შთამბეჭდავი და რაც მთავარია, სწორად სტრუქტურირებული უნდა იყოს. რეზიუმე უნდა ასახავდეს თქვენი საქმიანობის და პროფესიონალიზმის მოკლე და ამავდროულად სრულყოფილ სახეს. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორად შედგენა.

კარგი და საინტერესო რეზიუმის შემთხვევაში ბევრად მეტი შანსი გაქვთ გასაუბრებაზე დაბარების და შემდეგ სამსახურში მიღების. ცუდმა რეზიუმემ კი შეიძლება ეს შანსი დაგაკარგვინოთ. ამიტომ, რეზიუმის შედგენისას გაითვალისწინეთ ქვემოთ ჩამოთვლილი რამოდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი:

· იყავით ლაკონური;

· შეარჩიეთ სწორი შრიფტი;

· ყურადღებით შეარჩეით ფერი;

· იყავით მოკლე და კონკრეტული;

· დაწერეთ თქვენი პირადი მონაცემები;

· დაწერეთ სიმართლე;

· მიუთითეთ სამუშაო გამოცდილება;

· დაიცავით სიმარტივე;

· აუცილებლად გადაამოწმეთ.

სოციალური ქსელი;

გამოიყენეთ თქვენი სოციალური ქსელი. რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით, მით უფრო იზრდება თქვენი სოციალური ქსელი, რაც საშუალებას გაძლევთ კონტაქტი დაამყაროთ რაც შეიძლება მეტი კომპანიის წარმომადგენელთან და შესაბამისად, უფრო სწრაფად იშოვოთ სამსახური.

ინტერნეტ კომუნიკაცია შეიძლება იყოს რთული და განსხვავებული. ადამიანების უმრავლესობას უჭირს ახალი მეგობრების შეძენა, თუმცა მნიშვნელოვანია, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ბევრ ადამიანთან კონტაქტის შენარჩუნება მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ.

რეკომენდაცია;

დამსაქმებლები დიდ ყურადღებას ანიჭებენ ბოლო სამუშაო ადგილიდან რეკომენდაციას. ამიტომ, სასურველია რეზიუმეში მითითებული იყოს მინიმუმ ორი რეკომენდატორის სახელი და გვარი, თანამდებობა და საკონტაქტო მონაცემები. ეს შეიძლება იყოს თქვენი ყოფილი უფროსი ან რომელიმე თანამშრომელი, რომელსაც შეუძლია თქვენს გამოცდილებაზე და პროფესიულ შესაძლებლობებზე საუბარი.

სასიამოვნო ჩაცმულობა;

ყველამ ვიცით, რომ პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია. სამსახურისთვის შესაფერისი ჩაცმულობა აუცილებლად მოგანიჭებთ უპირატესობას გასაუბრებაზე. დარწმუნებული იყავით, რომ 30 წუთიანი გასაუბრების დროს თქვენი ჩაცმულობა გამსაუბრებლის ყურადღების ეპიცენტრში იქნება, ამიტომ, ეცადეთ ისე გამოიყურებოდეთ, რომ მასზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვოთ. ყველა კომპანიის წარმომადგენლის სურვილია, რომ თანამშრომლები პრეზენტაბელურად გამოიყურებოდნენ.

მოემზადეთ გასაუბრებისთვის;

იყავით მომზადებული გასაუბრებისთვის. იყავით ბუნებრივი. ნუ შეეცდებით, რომ თავი სხვა ადამიანად წარმოაჩინოთ. თანამედროვე ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ზუსტად იციან ვის იყვანენ სამსახურში. მათ სჭირდებათ თანამშრომლები, რომლებმაც კარგად იციან მათი როლი კომპანიაში. წარუდგინეთ გამსაუბრებელს სამსახურთან დაკავშირებული თქვენი მომავალი გეგმები და დაარწმუნეთ, რომ ზუსტად თქვენ ხართ ამ პოზიციისთვის შესაფერისი კანდიდატი. და რაც მთავარია, გაიღიმეთ! ღიმილი დაგეხმარებათ დამსაქმებლის თვალში გამოჩნდეთ პოზიტიური და თავდაჯერებული.

დასვით კითხვები;

გახსოვდეთ, რომ გასაუბრება არ არის დაკითხვა. ეს არის კომუნიკაცია გამსაუბრებელთან. კონკურენტებთან შედარებით თქვენი უპირატესობის წარმოსაჩენად აუცილებელია, რომ დასვათ კითხვები. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ რა კითხვის დასმა შეიძლება. სწორად დასმული კითხვები დაანახებს გამსაუბრებელს თქვენს ცოდნას და პროფესიონალიზმს, თქვენს ინტერესს კომპანიისადმი. ასევე, გასაუბრების პროცესში ჩართულობა თქვენც მოგცემთ შესაძლებლობას დარწმუნდეთ არის თუ არა ეს თქვენთვის შესაფერისი სამუშაო.

იყავით პოზიტიური;

ყველას აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ თქვენი სუსტი წერტილი ძლიერ მხარედ აქციოთ, თუმცა ამისთვის მძიმე შრომაა საჭირო. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას თქვენს წარუმატებლობაზე. ყოველთვის იყავით პოზიტიური და განაგრძეთ სწავლა, რადგან არ არსებობს მიზანი, რომელსაც სწავლით და მძიმე შრომით ვერ მიახწევთ.

იბრძოლეთ გამარჯვებისთვის;

არავინ არის თავიდანვე წარმატებული. წარმატება დროსა და გამოცდილებასთან ერთად მოდის. დიდი დროა საჭირო, რომ შექმნა რაღაც განსხვავებული, რაც კონკურენტებისგან გამოგარჩევთ. თუ პირველივე მცდელობაზე ხელს ჩაიქნევთ ვერასდროს გახდებით წარმატებული. არასდროს დანებდეთ. მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლეთ.

ისწავლეთ მადლობის გადახდა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასაუბრების ბოლოს მადლობა გადაიხადოთ. აუცილებელია, დამსაქმებელს აჩვენოთ რამდენად ხართ დაინტერესებული სამსახურით. მადლობის გადახდა ასევე აჩვენებს დამსაქმებელს თქვენს ღირებულებებს და დამოკიდებულებას სამსახურის მიმართ, რამდენად აფასებთ და პატივს სცემთ სამსახურს.

Leave a Comment

Your email address will not be published.