• techrecruiter.ge

10 საუკეთესო შეკითხვა თანამშრომლის შერჩევისას.



კანდიდატთან გასაუბრება ერთი შეხედვით დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. ხელთ გაქვთ პოზიციის დახასიათება, საჭირო უნარებით და გამოცდილებით, დასვავთ რამოდენიმე შეკითხვას და გადაწყვეტილებაც მზად გაქვთ.

რა კარგი იქნებოდა ეს რომ მართლაც ასეთი მარტივი იყოს.

საჭირო კანდიდატის პოვნა იმაზე მეტ დროს და ძალისხმევას მოითხოვს ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. გასაუბრების მთავარი გასაღები წინასწარ მომზადებაა, რაც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც კანდიდატის ისე ინტერვიუერისთვის. საჭირო ინფორმაციის მიღების მთავარი საიდუმლო კი ზუსტად შერჩეული კითხვების დასმა.

გაგიმხელთ 10 კითხვას გასაუბრებისთვის რომელიც არასდროს გიმტყუნებთ.

1. რატომ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით?

უნარები შეგვიძლია შევიძინოთ,მაგრამ არის ერთი რამ რასაც ვერ ვისწავლით ; ეს ენთუზიაზმია. ამ კითხვის მიზანია შეაფასოთ კანდიდატის მოტივაცია ,გაარკვიოთ მისი ინტერესების არეალი ვაკანსიასთან მიმართებაში,რაც საშუალებას მოგცემთ დაინახოთ პოზიციის რომელ ასპექტში იქნებიან ისინი უფრო მეტად პროდუქტიულები.

2. დასაქმების შემთხვევაში თქვენი რომელი უნარი იქნება კომპანიისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი?

ამ შეკითხვაზე პასუხით შეგიძლიათ გაიგოთ რას მიიჩნევს კანდიდატი თავის ძლიერ მხარედ და ასევე შანსს გაძლევთ გაარკვიოთ რამდენად კარგად აქვს გაცნობიერებული შეთავაზებული პოზიციის სპეციფიკა.

3. რა არის თქვენი ყველაზე დიდი პროფესიული მიღწევა?

ამ კითხვის დასმა საშუალებას გაძლევთ გაიგოთ კანდიდატის რეალურად თლიერი მხარეები, მისი ინტერესები. კითხეთ 5 წლის შემდეგაც იქნება თუ არა ეს მისი ყველაზე საამაყო წარმატება,რაც გამოაჩენს მის სამომავლო გეგმებსაც.

4. აღწერთ თქვენი იდეალური სამუშაო გარემო.

ეს კითხვა დაგეხმარებათ დაადგინოთ რამდენად კომფორტულად იგრძნობს თავს კანდიდატი თქვენს მიერ შეთავაზებულ სამუშაო გარემოში.

5. თქვენს რომელ უნარს გააუმჯობესებდით?

იმის ნაცვლად რომ კითხოთ კანდიდატს რას მიიჩნევს მის სუსტ წერტილად, შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ იმ უნარებზე რომლებიც მეტ ნაკლებად გაუმჯობესებას საჭიროებს. დაინახოთ რამდენად შეუძლია იყოს თვითკრიტიკული და არის თუ არა საკმარისად მოტივირებული ამ უნარების განვითარებისთვის.

6. როგორ დაგახასიათებდათ თქვენი წინა მმართველი?

ეს გაძლევთ შანსს გაიგოთ რა ურთიერთობა ქონდა უფროსთან, როგორ ხედავს მის შეხედულებას საკუთარ პიროვნებაზე, როგორ იღებს დახასიათებას და კრიტიკას მენეჯმენტის მხრიდან.

7. მოგვიყევით თქვენს ურთიერთობაზე თანამშრომლებთან.

პასუხზე დაყრდნობით შეძლებთ დაადგინოთ რომელი გუნდის წევრთან იმუშავებს ყველაზე ეფექტურად და შეეფერება თუ არა მისი პიროვნული ხასიათი თქვენი კომპანიის შინაგანაწესს.

8. რა არის ის ერთი რამ რაც თქვენს რეზიუმეში არ წერია?

ეს კითხვა გაძლევთ შესაძლებლობას გაეცნოთ კანდიდატის პიროვნულ მხარეს. გაიგოთ მეტი მისი ინტერესების, ჰობის შესახებ, რაც თავის მხრივ უფრო მეტად გამოავლენს მის ხასიათს , შინაგან სიძლიერეს და მოტივაციებს.

9. სად ხედვთ თავს 5 წლის შემდეგ?

კანდიდატი რომელსაც აქვს პროფესიული ხედვა და კარიერული მისწრაფებები, ყველა ორგანიზაციისთვის ძვირფასი შენაძენია. ეძებეთ პიროვნება რომელმაც ზუსტად იცის რა არის მისი მიზანი და არ დაგავიწყდეთ იმის აღნიშვნა თუ როგორ დაეხმარება თქვენი კომპანია ამ მიზნების მიღწევაში.

10. გაქვთ თუ არა შეკითხვა თვენთან?

ეს კითხვა ერთგვარი დამაგვირგინებელი და შემაჯამებელია გასაუბრების დასასრულს. ყველა კანდიდატს როგორც წესი აქვს წინასწარ მომზადებული კითხვები, თუმცა თუ ინტერვიუ საკმარისად გრძელი და დეტალური იყო კითხვების არ ქონაც ნორმალურად ითვლება.

გასაუბრება თქვენი შანსია გაიგოთ არის თუ არა ესა თუ ის კანდიდატი საკმარისად კვალიფიციური თქვენი კომპანიისთვის. ამ კითხვების დასმა კი დაგეხმარებათ უკეთ ჩაწვდეთ კანდიდატის შესაძლებლობებს და პიროვნულ თვისებებს რაც ორი ძირითადი ფაქტორია ახალი თანამშრომლის შერჩევისას.